ამ გვერდის ამობედვა

"საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, არცერთი პოლიტიკური როლი არ მინდა"

საქართველოში არცერთი თანამდებობა არ მინდა, სრულიად ოფიციალურად ვაცხადებ. არცერთი თანამდებობა არ მინდა, არანაირი პოლიტიკური როლი არ მინდა, ერთადერთი რამ მინდა, მინდა ვიყო თავისუფალო ქვეყნის თავისუფალი შვილი, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი.

 

"ჩემთვის ეს არის ერთადერთი სანუკვარი ოცნება, საქართველო იყოს თავისუფალი. გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ. სამშობლო თუ არ გაქვს, რა თანამდებობაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არავინ ხარ. აქ ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. მომავალში ყველა კენჭისყრა უნდა იყოს ელექტრონული, ყველა ემიგრანტსა და ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს საშუალება ელექტრონულად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, დამთავრდა ქაღალდების თვლა და ბიულეტენები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წაკითხვა 756 ჯერ

სიახლეები