მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მსვლელობას მართავს, გასროლის ხმა იყო
მთაწმინდისკენ მიმავალ გვირაბში, რომლის გავლითაც მსვლელობას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე ტყვიის მასრა იპოვეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობას მართავს.
როგორც ჟურნალისტებს აქტივისტმა ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა. შემთხვევის ადგილზე, ასფალტზე ყრია გასროლილი მასრები. პოლიციამ ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაპოვნი ტყვიის მასრები არასაბრძოლო ე.წ. სასიგნალო-გამაფრთხილებელ იარაღს ეკუთვნის.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან