"პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ვერ შეჩერდება" - ცერცვაძე
ვინც ნიღაბს არ იკეთებს, ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს ,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ვერ შეჩერდება, ამიტომ მოსახლეობამ საპროტესტო აქციებზე რეკომენდაციები უნდა დაიცვას.
"პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევაჩერებთ. კარგია, ქვეყანაში სიმშვიდე ყოფილიყო და არა აქციების საჭიროება, მაგრამ რადგან არის მოსახლეობის ნაწილის სოციალური დაკვეთა, რომ აქციები უნდა ჩატარდეს, პოლიტიკურ პროცესებს ვერ შევუშლით ხელს, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები.
ვინ დამარწმუნებს, რომ იგივე აქციაზე ყველამ რომ გაიკეთოს ნიღაბი, ამით შესუსტდება პროტესტის გამოხატვის ფორმა, ან ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ამომრჩევლისთვის, ან ნაკლებ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ნიღაბი არაფერს არ გააფუჭებს. ვინც ნიღაბს არ იკეთებს, მე ვიტყოდი რომ ის შეგნებულად მიდის იმაზე, რომ ინფექციის მაჩვენებელი გაიზარდოს და გავრცელდეს, ის უბრალოდ, არ დაფიქრებულა, რომ ხვალ შეიძლება თვითონ იყოს ამის მსხვერპლი"- განაცხადა ცერცვაძემ.
სიახლეები
- "დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში" - პრემიერი
- ქათმის მკერდი სოკოთი
- "არ ველოდი, რომ პუტინი თურქეთში უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრებოდა" - ტრამპი
- "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე"- ირაკლი კობახიძე
- 15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა