"ოპოზიციას დავეხმარებით, რომ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდნენ"- ირაკლი კობახიძე
ჩვენ დავეხმარებით ოპოზიციას, რომ ამ მართლაც ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.
„7000 - კაციანი აქციის ფონზე ასეთი ტიპის მოთხოვნების დაყენება, ბუნებრივია, არ არის რეალისტური თავისი შინაარსით, მაგრამ ჩვენი ვალია მრავალპარტიული პარლამენტის მიზნისთვის, რომ ჩიხური მდგომარეობიდან ჩვენი ძალისხმევით მათ შორის, გამოვიყვანოთ ოპოზიცია და ამაში იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან