"ჩვენ არ დაგვირეკავს, ნიკანორ მელიამ იცრუა" - კობახიძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდის წევრები არ დაკავშირებიან.
მისივე განმარტებით, მას და არჩილ თალაკვაძეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ დაურეკა და არჩევნების თემაზე შეხვედრა სთხოვა.
„რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს“, - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა