ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - მარსზე გაფრინდება
მარსზე გაფრინდება, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, აიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წამოსასვლელ ბილეთს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა რეალურად აღიარებითი ჩვენება იყო.
„სააკაშვილი რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა მაშინ, როცა 9 წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როცა არის ოპოზიციაში და არის ოპოზიციის ლიდერი.
ჩვენ ვისმენთ თანდათან აღიარებით ჩვენებებს, გუშინ გამოვიდა ალეკო ელისაშვილი და აღიარებითი ჩვენება მოგვცა როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ისინი ცესკოში შეჭრას, დეტალები მოყვა, ახლა ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში, თუმცა, აქ არის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს პირველ რიგში საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის, იმ 930 000 ადამიანის ინტერესებს, რომლებმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენ მიერ აღებული კურსის გაგრძელებას. ამ ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი ხელისუფლება, მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის აღებულ კურსს,“- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან კობახიძე ამბობს, რომ უბედურებაა, რომ სააკაშვილმა ნახევარი მილიონი ხმა მიიღო.
„გუშინ ალბათ უყურებდით სააკაშვილის გამოსვლას, ამ ადამიანმა წარმოიდგინეთ აიღო ნახევარი მილიონი ხმა, ეს არის უბედურება, ამ პოლიტიკური პარტიის მიერ აღებული 27% არის უბედურება ისევე, როგორც უბედურებაა 3.8 პროცენტი, რომელიც აიღო „ევროპულმა საქართველომ“ და ა.შ. მაგრამ ეს არის ამომრჩევლის განწყობა, რაც იყო განწყობა ის დაფიქსირდა ცესკო-ს მიერ,“- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ციხეში წასვლა მოუწევს.
"კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა და გაემგზავრება პირდაპირ, რომელი ციხე უწევს არ ვიცი, მაგრამ ერთ- ერთ ციხეში უწევს შესვლა. პასუხი ხელისუფლებისგან იქნება ეს, რადგან ის არის მსჯავრდებული", - განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"