"პოლიტიკური დიალოგი დაიწყო" - არჩილ თალაკვაძე
„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. დიალოგი და საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. თალაკვაძემ დიალოგში დიპლომატების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. გარკვეულწილად, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველას მხარეს ჰქონდა. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი