"გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე პასუხობს: „გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ“.
მისი თქმით, მზად არის სიცოცხლე გაწიროს.
„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას საშუალება არ უნდა ჰქონდეს, არჩევნების შედეგების „გაპრავების“. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„არ მივცეთ არჩევნების შედეგების "გაპრავების" საშუალება, ყველგან დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, შევუქმნათ პრობლემები. ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი. არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტი უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს. ეს არის ხელის განძრევა. უნდა დავირაზმოთ, წელში გავიმართოთ, შევუტიოთ, შევუტიოთ და შევუტიოთ, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, ესენი არიან კუთხეში მიყუჟულები, ძალიან სუსტები და ახლა ბოლომდე უნდა შევუსრულოთ. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული",- აღნიშნა სააკაშვილმა.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა