"მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის ნათელი გზავნილია"
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა დღეს, როგორც არასდროს, ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა.
„განსაკუთრებით მინდა, შევეხო ჩვენს თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და ამ პროცესში ორმხრივად ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რაოდენ მიმზიდველი და მომგებიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან პრეფერენციული სისტემით ვაჭრობას და მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. მისივე თქმით, გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები შრომით კანონმდებლობაში, რაც დადებითად შეფასდა და აღიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.
„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე, პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკელ ინვესტორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ამერიკელი ინვესტორების მიერ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"