"ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია"- კელი დეგნანი
ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია, ხოლო დიპლომატები მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ შორის კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას.
„ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანხმდებიან, ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი – ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა გადასაწყვეტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრა მიმდინარეობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან