ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ და დე ფაქტო ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეათანხმეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ და დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი შეათანხმეს.
საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. თავდაპირველად ე.წ. არჩევნები 21 ივლისისთვის იყო დანიშნული, თუმცა ოპოზიციის უკმაყოფილებისა და გუშინ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, ე.წ. არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის ინიციატივით თავად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამოვიდა.
ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელის არჩევნების გადადებას ოქტომბრამდე მათი ლიდერისა და მომავალი არჩევნების ცალსახა ფავორიტის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვდნენ. გასულ კვირას ბჟანია საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო გადაიყვანეს. ე.წ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბჟანია მოწამლული იყო, რადგან მათი მტკიცებით, ოპოზიციის ლიდერის ორგანიზმში მძიმე მეტალის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. მოგვიანებით, ექიმებმა ბჟანიას მოწამვლის ვერსია უარყვეს
სიახლეები
- 4 ოქტომბერი, 4 საათი და 4 სცენა - ოპოზიციის გეგმის ახალი დეტალები
- "რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის - ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ, ეს „ქაღალდის ვეფხვია“?"- ვლადიმერ პუტინი
- 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “გეტყვით, რა მოხდება 4 ოქტომბერს, 20:00 საათისთვის...” - ვახტანგ ძაბირაძე
- "რუსეთს პატარა, უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ „ბოტებს“ ეძახიან, ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში"