"უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ" - მეუფე ნიკოლოზი
უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა მეუფე შიო მხარდაჭერის იმავე რაოდენობას, რაც დღეს მოიპოვა, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს: „ვფიქრობ, შეიძლება, მეტიც კი მიიღოს“.
„კანდიდატებს ყველანი ვიცნობთ, ახალი რა უნდა ეთქვათ. ადრე ითქვა, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თავისი პროგრამაო. ამაზე საუბარი არ ყოფილა. არ ვიცი, რა იქნება გაფართოებულ კრებაზე. უკვე გასაგებია, ღვთის ნება როგორია, დღეს ეს უკვე ცხადია. გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ. გაფართოებულ კრებაზე მოსული ადამიანები მხოლოდ აზრს გამოთქვამენ. დღეს ითქვა, თითოეულ ეპარქიას ამისთვის სამი წუთი მიეცესო. წარმოუდგენელია, 1 500-მა კაცმა ილაპარაკოს. ჩემი აზრით, გაფართოებულ კრებას ერთადერთი იმ მხრივ აქვს მნიშვნელობა, რომ ისტორიული მოვლენაა. ადამიანებს, ვინც მას დაესწრებიან, ექნებათ შეგრძნება, რომ მონაწილეობა მიიღეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
წმინდა სინოდმა დღეს პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია.
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
სიახლეები
- იყო თუ არა პრეზიდენტი ტრამპი მთავარი სამიზნე - ვაშინგტონში მომხდარი სროლის დეტალები
- საპატრიარქო აქვეყნებს წმინდა სინოდის სხდომის ოქმს, რომელზეც საპატრიარქო კანდიდატები გამოარჩიეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 აპრილიდან
- "ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე, საკუთარ ტყუილებში თავად იკარგებიან და იხლართებიან"
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
