"ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებაზე, საკუთარ ტყუილებში თავად იკარგებიან და იხლართებიან"
ახალი ვერსია შემოგვთავაზეს არჩევნების ე.წ. გაყალბებასთან დაკავშირებით, მანამდეც ჰქონდათ ასეთი მცდელობები, რომ ყველას კი არ გაუყალბეს, ორს გაუყალბეს და ორს – არა. თავად იკარგებიან და იხლართებიან საკუთარ ტყუილებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ის შედეგი, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას.
„შედეგი დაფიქსირდა ელექტრონული კენჭისყრის საფუძველზე. ძალიან მარტივად, მიდიოდი საარჩევნო უბანზე, ღილაკს აჭერდი ხელს საარჩევნო აპარატზე და იბეჭდებოდა არჩევნების შედეგები. მანიპულაციის არავითარი თეორიული შანსი არ იყო, ამის მიუხედავად, მაინც ახერხებენ სპეკულირებას. ყველამ კარგად დაინახა, თუ ვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- "ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს" - ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან
