საკაცით ჩამოიყვანეს, ხელ-ფეხ გაჩერებული - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი
დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველმა, მია ზოიძემ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმარი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა და მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა მისივე ინფორმაციით, არათუ კვალიფიციური ექიმები, ამ ეტაპზე ციხეს ექიმი საერთოდ არ ჰყავს.
"დიდხნიანი პაუზის შემდეგ დღეს ვიყავი დეკანოზთან ციხეში. ბევრი ვისაუბრეთ საქმეზეც, ჩვენს ამბებზე, ბათუმზე, საერთო მეგობრებზე. დავპირდი რომ ამიერიდან ისევ ხშირად ვინახულებ. ისევ საკაცით ჩამოიყვანეს. ხელ-ფეხ გაჩერებული, აბაზანაშიც კი საკაცით შეყავთ და დამოუკიდებლად არ შეუძლია. ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და როგორც აღმოჩნდა, ამ წუთას ციხეს კვალიფიციური კი არა, ერთი ექიმიც კი არ ყავს, თურმე ყველა გათავისუფლებულია.
მომიყვა ამ პერიოდში, რაც არ მინახავს, რამდენჯერ იყვნენ შესულები - დანაშაული აღიარე და გაგიშვებთ, შეგიწყალებთო. დანაშაული კი, რასაც ედავებიან არ არსებობს და ვერ და არ აღიარებს, კიდევ დიდხანს რომ მოუწიოს იმ საკაცეზე წოლა, მაინც... ანუ თავისუფლებას და სიცოცხლეს უცვლიან ღირსებაში (დანაშაულის აღიარებაში). არაო დეკანოზმა, არ იცვლება ეგ ორი“, - წერს მია ზოიძე.
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"