"ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქოა"-მეუფე დიმიტრი
ვისაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთერთი საპატრიარქოა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.
მისი თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზს შეიწყალებდა.
„მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან - ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. მე ვიცი პატრიარქის განწყობა, რადგან ბოლო სინოდის წინა დღეს პირადად მე მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა. თქვა, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს. მეორე დღეს დააყენა საკითხი სინოდზე შეწყალებაზე. რა მოხდა არ ვიცი, პრეზიდენტმა თქვა სრულ პაუსუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზეო. ბატონ მარგველაშვილსაც მივმართე თხოვნით, როცა ის პრეზიდენტი იყო - ორჯერ. მაძლევდნენ პირობას, რომ შეიწყალებდნენ. მაშინაც ვერ მოხერხდა. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, იმიტომ, რომ ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მოვისმინე პრეზიდენტის არგუმენტებიც. მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, თუმცა მე ეს იმით გავამართლე, რომ ამ ხნის მანძილზე მორალური ტერორი იყო დეკანოზ მამალაძისგან, ჭყონდიდელყოფილისგან ყოველთვის პატრიარქის მიმართებაში“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
