ამ გვერდის ამობედვა

"ბავშვებს შრომას აიძულებდნენ“ - პოლიციამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და მათ შრომას აიძულებდნენ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ბავშვებს აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. ხოლო მიღებულ თანხას თავად მოიხმარდნენ.

 

„თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ“, - წერს შსს.

 

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
წაკითხვა 196 ჯერ

სიახლეები