შსს-მ თაღლითობის ბრალდებით დააკავა პირი, რომელმაც დაზრალებულ ცოლ-ქმარს 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი გამოსძალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა რომ, დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდათ, სუროგაციის გზით ჰყოლოდათ შვილი, რისთვისაც მათთვის ნაცნობ ა.კ.-ს დაუკავშირდნენ.
შეთანხმებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, დაარწმუნა რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით, ვითომდა მათი მკურნალობის მიზნით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა. ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.კ. დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ხორციანი ბლინები
- კოლუმბიაში ესროლეს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
- “მე, როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმა პურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს – თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას” - ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს
- “ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციონერობა უნდა, სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის” - ჩერგოლეიშვილი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს