შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული დ.ვ., იორდანიის მოქალაქე 2001 წელს დაბადებული ბ.ა. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული რ.მ., 1991 წელს დაბადებული ჟ.დ.
დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
სიახლეები
- “მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი
- დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს
- “ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ, საქართველოს მოსახლეობას ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება - რამაზ საყვარელიძე
- აქტივისტს, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს
- პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა