პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული 2 კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: „მეთადონს“, „მდმა“ -ს , ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინს“ შეიცავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 სექტემბრისთვის
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე