ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული შ.ფ. სარფში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ნ.გ.-მ, აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც შ.ფ.-მ უკანონოდ მიითვისა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.ფ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,, ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას"- ირაკლი კობახიძე
- ,,კონკრეტული ინტერესი აქვთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ"- ირაკლი კობახიძე
- 105 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს