„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
ელისო კილაძე, - გამოცემების, „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორი დააკავეს.
ჟურნალისტი დღეს, ოთხშაბათ დილას, 18 თებერვალს, სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან.
დაკავება სავარაუდოდ დილის 9-დან 10 საათამდე პერიოდში მოხდა - კილაძეს ფეისბუკზე ბოლო პოსტი დღეს დილას 8:53 საათზე აქვს გამოქვეყნებული და შესაძლო დაკავების შესახებ არაფერი დაუწერია.
პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დააკავა , მათივე განცხადებით, ჟურნალისტი ოთარ ფარცხალაძესთან იყო კავშირში.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე