" ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა, ვინ იყო არ დამინახავს"-ნიკა გვარამია
ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა, ვინ იყო არ დამინახავს და გარეთ ალბათ, დაინახეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განუცხადა.
როგორც გვარამია განმარტავს, მას უცნობმა პირმა სახის არეში დაარტყა ხელი. გვარამიას თქმით, აღნიშნულს წინ სიტყვიერი დაპირისპირება არ უძღვოდა.
„მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე გვერდიდან დამარტყა“, - განაცხადა გვარამიამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე იმყოფება.
სიახლეები
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"