"არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
ნიკა კაციას გამართლება არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც ასე გვჭირდება საზოგადოებას, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური დაიდო სამართლიანობის, თერთმეტი აგური უსამართლობის დაიდო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა.
ზურაბიშვილმა საზოგადოებას კაციას გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ საბრძოლველი კიდევ რჩება, რათა სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი გახდეს.
“პირველ რიგში, მე მინდა, რომ ყველას მივულოცო, მთელს საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც ეს დღეებია, არის ასეთ ემოციებში, მივულოცო სამართლიანობისკენ დადებული ეს ერთი აგური.
რაც ახლა მოვისმინეთ - ნიკა კაციას გამართლება, მისი არაჩვეულებრივი სიტყვის შემდეგ და ეს არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც ასე გვჭირდება საზოგადოებას, თუმცა, ამ დროს შეიძლება ამაში იყოს რეჟიმის ქმედებების ერთ-ერთი ახსნა. ამის გამო არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სადაც ერთი აგური დაიდო სამართლიანობის, თერთმეტი აგური უსამართლობის დაიდო. არც ნიკა კაციას სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ წინა სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანი უდანაშაულოა.
დღეს ჩანს უკვე, რომ ეს სასამართლო არის მართული, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთი ან ორი აგური იმას არ ნიშნავს, რომ სხვები არიან დამნაშავეები, პირიქით - ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არავინ არის დამნაშავე, არცერთი მტკიცებულება არ დევს არცერთ საქმეში და ეს ხრიკები რუსული პრაქტიკიდან ცნობილი ხრიკებია. ეს გვრჩება საბრძოლველი, სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი. დღის პირველ ნახევარში რაც ვნახეთ, მოსამართლე და მისი შუშის თვალები გვიჩვენებს, რომ ეს არის მართული.
სხვათა შორის, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ იმ დროს, როცა გამოდის თეა წულუკიანის ვითომ და კომისიის დასკვნები წინა რეჟიმის შესახებ და იმ დასკვნებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მაშინაც იყო უსამართლო სასამართლო და დღეს თუ გვაქვს უსამართლო სასამართლო, ეს არის იმის გაგრძელება იმიტომ, რომ დღესაც სათავეში დგანან იგივე მურუსიძეები”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 სექტემბრისთვის