შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 24 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 33 მოქალაქე დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
სიახლეები
- “ვითომ შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო, მოიფიქრეს, რომ ვითომ გაგვაბანძონ - არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ „ქართული ოცნება“, ახლა უფრო ომახიანად” - ალეკო ელისაშვილი
- “ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“, ზიტა და გიტა - ვინც კანონის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად იქნება დასჯილი” - კახა კალაძე
- საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა
- “როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის, აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და შესაბამისი შედეგი დადე” - გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეს
- “თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალეთ” - კახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე