“როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის, აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და შესაბამისი შედეგი დადე” - გურამ მაჭარაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეს
„ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან – გამობრძანდით ბატონებო! – როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის, აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე,“ – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალობა ის არის, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არამხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები რომ დაეყენებინათ.
“ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა “ნაცმოძრაობის” ამ ფილიალის წარმომადგენლებს, ე.წ პოლიტიკოსებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება დაეწერათ და მონაწილეობა მიეღოთ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაზედაც უარი განაცხადეს და რითაც დაადასტურეს, რომ რეალურად, მათი მიზანი იყო არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დამალვა და მიზეზის გამოძებნა, თუ რატომ აგებდნენ არჩევნებს. ახლა უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომაა, რაც პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გააკეთა, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა და ვაიპოლიტიკოსებს პრეტენზია აქვთ, რომ მათ ვინმე დევნის – აი ბურთი და მოედანი, გამობრძანდი და თუ გაქვს შესაბამისი რესურსი გინდა არჩევნები მოიგე და გინდა შესაბამისი შედეგი დადე.
რეალობა ის არის, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, არამხოლოდ ამომრჩეველთა სანდოობაზეა საუბარი, არამედ ელემენტარულად ნახევარზე მეტ ოლქში ფორმალურადაც ვერ მოძებნეს კანდიდატები რომ დაეყენებინათ. კანდიდატი ვერ მოძებნეს და მხარდამჭერებს როგორ მოძებნიან? ძალიან კარგი ჟესტია პრეზიდენტის მხრიდან – გამობრძანდით ბატონებო. ერთი მხრივ, აღსრულდა კანონი, რომ დაარღვიეს კანონი და სასამართლომ იმოქმედა და მეორე მხრივ, არ თქვან რომ ციხეში ვიყავით და როგორ მოვიგებდით არჩევნებსო – გამობრძანდით, ერთი თვეა დარჩენილი და თუ რაიმე რესურსი გაქვთ შედეგი დადეთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის განცხადებით, ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში კი არ მონაწილეობდა და ამის გამო კი არ შეეწინააღმდეგა პოლიციელს და დაწვა უნდოდა, არამედ საუბარია იმაზე რომ ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციელებს ხან ქვებს ესროდნენ და ხან აზიანებდნენ.
“ვინ ახალგაზრდებზე საუბრობთ? მგონი ერთმანეთში ურევთ პოლიტიკურ პროცესებს და კრიმინალს. ეს ორი თემა აბსოლუტურად განსხვავდება.
კრიმინალის ხარისხსაც გააჩნია – ადამიანებს, რომლებსაც ცოცხლად დაწვის მცდელობა აქვთ, ქვებს ესვრიან, შეურაცხყოფას აყენებენ, შენობებს ანგრევენ და ა.შ – ეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლაა, ჩვეულებრივი კრიმინალია. ეს ხალხი პოლიტიკურ პროცესში კი არ მონაწილეობდა და ამის გამო კი არ შეეწინააღმდეგა პოლიციელს და დაწვა უნდოდა, არამედ საუბარია იმაზე რომ ახსნა-განმარტების გარეშე პოლიციელებს ხან ქვებს ესროდნენ და ხან აზიანებდნენ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
- მამუკა ხაზარაძემ მისი და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას "მოულოდნელი" და "ადამიანებით ვაჭრობა" უწოდა
- “ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ და რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია” - ბადრი ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე
- “ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა” - ლევან ხაბეიშვილი