“ვითომ შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო, მოიფიქრეს, რომ ვითომ გაგვაბანძონ - არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ „ქართული ოცნება“, ახლა უფრო ომახიანად” - ალეკო ელისაშვილი
ეს არის ჩათლახობა, რაც ყაველაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრა, რომ ვითომ, „გაგვაბანძონ“ - არჩევნებში „ქართული ოცნება“უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ, ახლა უფრო ომახიანად , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაც და შეწყალებაც პოლიტიკური იყო.
„დაკავებაც და გამოშვებაც, ვითომ შეწყალება, თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო. პოლიტიკურად გადაწყვიტეს, რომ დაეჭირათ, მერე პოლიტიკურად გადაწყვიტეს, რომ გამოეშვათ. ეს არის ჩათლახობა, რაც ყაველაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიფიქრეს, რომ ახლა ვითომ, გაგვაბანძონ, რომ „აი, ნახეთ ესენი რადგან არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ასე და ისე“, ეს არის ჩათლახობა, ვითომ, „გაგვაბანძონ“ ჩვენ. მამუკაც, ბადრიც გამოვლენ და უფრო ომახიანად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და საქართველო გათავისუფლდეს ამ მოღალატე მამაძაღლებისგან. არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ ეს „ქართული ოცნება“ ახლა უფრო ომახიანად“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება".
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
