"მანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს" - მიხეილ რამიშვილი
არდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ვერსიას,თითქოს თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალების შემდეგ მანქანაში ჩასვეს და იქ მიიყვანეს, არსებობის უფლება აქვს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, რამდენად აქვს არსებობის უფლება ვერსიას, თითქოს, გოგონას სხეული გარდაცვალების შემდეგ მოათავსეს ავტომობილში და მიიყვანეს იმ ადგილას, ადვოკატმა უპასუხა, რომ ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს.
„მანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს? ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ასევე, მას საფულეში ჰქონდა ფურცლები, ჩანაწერები, მისი კალიგარაფიითა შესრულებული თუ არა, ესეც დაუდგენელია. მე მესმის, რომ ვერსია იყოს, წინასწარ ოჯახს უტოვებდეს თვითმკვლელობის დროს. ყველა საბანკო ბარათი მას თან ჰქონდა და ვერანაირად ვერ ჩავთვლით, რომ ეს თვითმკვლელობასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, მას ჰქონდა რამდენიმე ფურცელზე დაწერილი, რომ რაღაც დღეს უნდა წასულიყო რაღაც შეხვედრაზე. ყოველდღიური ჩანაწერები იყო. იქვე იყო მისი მობილური ტელეფონი და მისი პირადი ნივთები“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება