რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ გრიფით "საიდუმლოში"
გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებულ გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაეცნო.
ადვოკატის თქმით, მასალებით მტკიცდება, რომ მედიკამენტი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია არც-ერთ აფთიაქში რეცეპტის გარეშე არ იყიდება.
"მასალებით მტკიცდება, რომ მედიკამენტი, რომელსაც ეძებდნენ, რომ იქნებ და თამარის შესყიდულია, აღმოჩნდა, რომ აღნიშული მედიკამენტი რეცეპტის გარეშე არ იყიდება. გამოძიებამ ივლისიდან იცის, რომ ეს წამალი რეცეპტის გარეშე არ იყიდება და ის თამარს არ შეუძენია. მთელი ეს დრო ეძებენ, მთელი სააფთიაქო ქსელიდან ამოღებული აქვთ ინფორმაცია, იქნება და რომელიმე ოჯახის წევრმა იყიდა ან სახლიდან ხომ არ ჰქონდა წაღებული და შემდეგ თითქოს თავი მოიკლა, ესეც კი არ დადასტურდა", - აცხადებს რამიშვილი.
საიდუმლო მასალებში ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებაცაა ინფორმაცია, მათ შორის დავით ფურცხვანიძის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი სატელეფონო ჩანაწერებიც არსებობს, თუმცა პროკურატურამ ეს მასალა დამალა.
"დავით ფურცხვანიძის ფარული სატელეფონო ჩანაწერებია საქმეში ვინმე კოტესთან, თუმცა მარტო ერთ ადამიანს ხომ არ ესაუბრა. მეც მესაუბრა მათ შორის და ისიც არ არის. დავიჯერო ეს მასალა არ ჰქონდათ ამოღებული? ძალიან ეჭვი მეპარება. ეტყობა ამოიღეს, რომ მე არ მენახა", - ამბობს ადვოკატი.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ დოკუმენტების განსაიდუმლოების შემდეგ ბევრი ახალი კითხვა გაჩნდა. მას კონკრეტული მოთხოვნები ექნება სუს-ის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჯიპებით გადაადგილდებოდნენ, რადგან მათ ძალიან საეჭვო ჩვენებები აქვთ მიცემული.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
