"გუგლის თაიმლაინი“ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს"
გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული „გუგლის თაიმლაინი“ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს.
როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „გუგლის თაიმლაინის“ ნახაზით იმის მტკიცება სურთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი გაუჩერებლად პირდაპირ შემთხვევის ადგილზე მივიდა და იქ 18-დან 21 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა. ეს კი, რამიშვილის შეფასებით, მწყემსებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებთან წინააღმდეგობაშია.
„გუგლის თაიმლაინის“ დათვალიერების ოქმი შედგენილია 13 აგვისტოს, ხოლო კომპიუტერის ექსპერტიზის პირველი შუალედური დასკვნის შედეგები იყო 5 აგვისტოს, მეორე 16-ში; ამავე დროს 8 აგვისტოს იყო მობილური ტელეფონის ექსპერტიზა და შემდეგ 18-ში იყო დასრულებული - ეს წარმოუდგენელი იყო. თუ გადავამოწმებთ „გუგლის თაიმლაინს“, უწყვეტად ვერ იმოძრავებდა ავტომობილი იმიტომ, რომ ფონიჭალიდან 10-წუთიანი შეწყვეტა ჰქონდა. ყველა ის ნახაზი, რომელიც გასაჯაროვდა, არის არასწორი და შეიძლება ყალბიც, ეს არის ჩემი შეფასებით.
ეს ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ იქ ავტომობილმა მხოლოდ წრე გააკეთა და პირდაპირ მივიდა იმ ადგილას, სადაც ე.წ. თვითმკვლელობა ჩაიდინა.
„გუგლის თაიმლაინი“ დიდი ეჭვის მქონეა. შევამოწმეთ ქალაქის პროკურატურის მიერ დათვალიერების ოქმი და ასევე, კრიმინალური პოლიციის მიერ დათვალიერების ოქმი. ქალაქის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნასთან თანდართულია ყველაფერი, რაც შემოწმდა, ხოლო კრიმინალურ პოლიციის ექსპერტიზის დასკვნას თანდართული თაიმლაინი არ ახლავს.
შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ „გუგლის თაიმლაინის“ მიხედვით, ვითომ უწყვეტად რომ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება. გუგლის თაიმლაინი არ შეესაბამება რეალურ მარშრუტს“,- განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე