"ავტომობილში აღმოჩენილია რამდენიმე უცხო დნმ (მამაკაცის)" - ელისო კილაძე
,,ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ, სკანდალურ გარემოებებზე წერს.
,,ის რაც პროკურატურამ არ გვითხრა - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში აღმოჩენილია რამდენიმე უცხო დნმ (მამაკაცის) და მისივე სისხლის კვალი, სამედიცინო ნიღბებზე, იატაკზე და სპორტულ ფეხსაცმელზე!
გამოძიება ამაზე რას ამბობს ?!", - წერს კილაძე ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
გენერალურმა პროკურატურამ ბაჩალიაშვილის ექსპერტიზების შედეგები და მტკიცებულებები 4 სექტემბერს გაასაჯაროვა.
ტეგები:
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა