ამ გვერდის ამობედვა

"მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან საკმაოდ ბევრი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია.

 

„პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. 400-მდე პირია ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომლებიც არიოან კრიტიკულად მძიმე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო. სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ინაცვლებს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ანუ ორი-სამი კვრის შემდეგ ვლინდება ხოლმე სიკვდილიანობის ზრდა. დღევანდლეი მაჩვენებელი-  გარდაცვალების 49 შემთხვევა საკმაოდ მაღალია, 29 არის ჩვენთვის აბსოლუტურ რაოდენობაში ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია ქვეყანაში, რაც დღეს ტარდება. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემზღუდველი ღონისძიებების შემსუბუქების პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 428 ჯერ