April 29, 2024

"საქართველოშიც შემოვა, ვირუსებს საზღვარი არ აქვს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცდნტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც შემოვა, რადგან მისი თქმით, ვირუსებს საზღვარი ვერ აკავებს. 

როგორც გამყრელიძე განმარტავს, "ომიკრონს" ხელახალი ინფიცირების რისკი სამჯერ მეტი აქვს. ამასთან, ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზედა პოლულაციაში.

 

„შემოვა საქართველოში ალბათ, ვირუსებს საზღვარი არ აქვს, ნებისმიერ საზღვარს ლახავენ. ამიტომაც, მთავარია სიფრთხილე, პირბადე და აცრები. რა ინფორმაციაც გვაქვს, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში, ასევე, დაახლოებით, სამჯერ მეტი აქვს რეინფიცირების რისკი.

 

ადამიანი თუ სხვა შტამით იყო ინფიცირებული, შეიძლება, „ომიკრონით“ მოხდეს რეინფიცირება. ამასთან, მოგეხსენებათ, დეკემბერია, ცივი სეზონია, უკვე გრიპის ვირუსი გამოჩნდა ცირკულაციაში. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ძალიან სერიოზული სიფრთხილე და სერიოზულად მოცვა გვმართებს რეკომენდაციების. სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაუარესდეს. მოგეხსენებათ, 6 ათასზე მეტი პაციენტია სტაციონარში. ექიმები ზღვარზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ, 1 600-მდე მძიმე პაციენტია სტაციონარებში. 350-ზე მეტი გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ჯანდაცვის სექტორის ძალიან დიდი დატვირთვაა.

 

დეკემბერში და იანვარში კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, ბევრი რესპირაციული სიმპტომი ტრიალებს და ცირკულირებს. პირბადე ყველანაირი რესპირაციული ვირუსისგან იცავს. შარშან პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი რომ გვქონდა, გრიპმა ძალიან არ შეგვაწუხა. მოვუწოდებ მოსახლეობას, გრიპის ვაქცინის 35 000-მდე დოზაა, რისკ-ჯგუფები მივიდნენ და აიცრან. გრიპის მიმართ ისინი იქნებიან დაცული. განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. აიცრან ეს ადამიანები და აიცრას ყველა, რათა ხანდაზმულებს ვირუსი არ მიუტანონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 275 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.