ამირან გამყრელიძე საეკლესიო მოღვაწეებსა და მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისგან თავის არიდება.
„ძალიან სენსიტიური კითხვაა, როდესაც საკითხი ჩვენს დედა ეკლესიას, საქართველოში ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ინსტიტუციას ეხება. მოგეხსენებათ, ეს კითხვა ისმოდა მარტი-აპრილში, წინასააღდგომო დღეებში და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თავისი რეკომენდაციები გასცა. ახლა, როდესაც ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება, ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. ასევე, რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ეკლესიის გარეთ. ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და ჩვენს მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ტაძარში ინფიცირების შემთხვევები გვქონდა, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ასევე მრევლის“,-განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები" - მარია ზახაროვა
- "აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე, ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც ეხება „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას, ვაქვეყნებთ ტექსტს, ყველას მოვუწოდებთ წაკითხვისკენ"
- სალომე ზურაბიშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
- "მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე"
- "დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"