ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში გრიპის ვირუსით 27 წლის მამაკაცის გარდაცვალება დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქუთაისში გრიპის ვირუსით 27 წლის მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურა.

შესაბამისი განცხადება მან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

„გიდასტურებთ ინფორმაციათ, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ეს დადასტურებულია ლაბორატორიულად. სამწუხაროდ, დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალების 15 შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 780 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2019