January 5, 2026

იანვარი 04 2026 წაკითხვა 66 ჯერ

უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა ამ დედამიწაზე მშვიდობა, სიყვარული, სულის სიწმინდე. მაშ, შევეგებოთ მას და შევხვდეთ ჩვენც მშვიდობით, სიყვარულით, სულიერი სიწმინდით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქრისტესშობის წინა, წმინდა მამათა კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, უწმინდესისა და უნეტარესის მამათმთავრული მსახურება ბეთლემის ვარსკვლავივით მიუძღვება ქართველ ერს და გვინათებს ჩვენ.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – შობის წინა კვირას, ასე ეწოდება დღევანდელ დღესასწაულს; შობამდე, შობის წინ ორი კვირა დღე ეძღვნება ძველი აღთქმის მამათმთავრების, წმინდა მამებისა და ყველა იმ ღვთივსათნო ადამიანის ხსენებას, რომლებიც სათუთად ინახავდნენ გადმოცემას სოფლის მხსნელის მოვლინების შესახებ, იყვნენ ერთგულნი ამ აღთქმისა და თავიანთი სიცოცხლე გაიღეს იმისთვის, რომ მესია შობილიყო ამქვეყნად. შეგვეწიოს მათი ლოცვები და მადლი.

ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ შობის დიდებულ დღესასწაულს. რა ადვილია ამ სიტყვების თქმა – „შობა ქრისტესი!“ მაგრამ რა დიადი აზრია ამ სიტყვებში! რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე მეტი?! რა უნდა მომხდარიყო დედამიწაზე, რომ თვით ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი! მას ელოდნენ, მისი მოსვლისთვის ემზადებოდნენ; ეგონათ, რომ იგი მოვიდოდა ამქვეყნიური დიდებით, ძლევამოსილებით, მაგრამ იგი მოვიდა სიმდაბლით, ღარიბულ გარემოში, იშვა ბაგაში. და ვინ შეიტყო მის შესახებ? მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ქალწულმა, მწყემსებმა, სამმა მოგვმა აღმოსავლეთიდან, მეტმა არავინ! ხალხი მრავლად იყო იქ, მაგრამ ვერ იცნეს, ვერ გაიგეს, ვერ შეიტყვეს…

ჩვენ სულ მალე მივულოცავთ ერთმანეთს შობის დღესასწაულს. გაიშლება საშობაო სუფრები, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს ვაჩუქებთ საჩუქრებს, ისევ მორთული იქნება ნაძვის ხეები ჩვენს სახლებში, ვიღაც სანთელს დაანთებს ფანჯარასთან. გარეგნულად ასე ძალიან ლამაზად იქნება ეს დღე მორთული ტრადიციულად, მაგრამ რა იქნება ჩვენს გულებში, ჩვენს სულში? ვინ შეიცნობს იესო ქრისტეს? ვინ შეიყვარებს მას? ვინ მიიღებს მის სიტყვას? ვინ შეუშვებს მას თავის გულში, იმისთვის რომ მასთან ერთად იცხოვროს?

შობის დღეს ყოველი ადამიანის გული ხომ იმ ბაგად იქცევა, სადაც ჩვილი იესო დააკაკუნებს თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად! და გავუღებთ ჩვენ მას გულისკარს? შემოვა ის ჩვენს გულში? რაც მთავარია, რას ნახავს იქ? აი, ამაზე უნდა ვიზრუნოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს.

ვემზადებით შობისთვის. უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე მშვიდობა, სიყვარული, სულის სიწმინდე. მაშ, შევეგებოთ მას და შევხვდეთ ჩვენც მშვიდობით, სიყვარულით, სულიერი სიწმინდით; ვეცადოთ, მოვიპოვოთ ეს თვისებები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრია შესაძლებლობა ამისთვის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ გარშემო. ვევედროთ უფალს, შეგვეწიოს, რომ ახალ წელიწადს ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გავუშვათ და ეს თვისებები მოვიხვეჭოთ.

დეკემბერი 24 2025 წაკითხვა 131 ჯერ

22 დეკემბერს, სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის გათბობის სისტემის თაობაზე, გავრცელდა სუბიექტურ და კერძო შეხედულებებზე დაფუძნებული ცრუ განცხადებები, რაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი დესტრუქციული და პროფესიული ეთიკისგან დაცლილი დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებაშია ნათქვამი.

დეკემბერი 21 2025 წაკითხვა 112 ჯერ

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა... რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის…არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

დეკემბერი 07 2025 წაკითხვა 165 ჯერ

იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი საჭიროა შრომა, სულიერიც და გონებრივიც...- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

დეკემბერი 04 2025 წაკითხვა 181 ჯერ

4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა.  მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს (21 ნოემბერი). იგი შესულია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში.

ნოემბერი 30 2025 წაკითხვა 169 ჯერ

„ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, რომ ჩვენში გაიხსნას ყოველივე ის საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა... ეს ნიშნავს, რომ დავიცვათ მისი მცნებები, მივდიოთ მის მიერ დადგენილ ნორმებს, -ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეხუთე კვირას იქადაგა.

გვერდი 1 სულ 35
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.