სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 28 აპრილის წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს.
უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი აზრები კაცო? - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში არაგეგმური ინსპექტირებისას ,,ჰანის მარანში” (მის: ბათუმი, ხახულის მეორე შესახვევი N2) კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
,,ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია – ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ – არის, რომ მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ მამა შალვა კეკელიამ განუცხადა.
