ივნისი 12 2026 წაკითხვა 93 ჯერ
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.
 
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება – ჯამში ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ივნისი 10 2026 წაკითხვა 324 ჯერ

მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს.

55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას მკვლელობის შემდეგ, მოხუცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.

სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მოხდა.

55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ივნისი 10 2026 წაკითხვა 146 ჯერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში  55 წლამდე მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 70 წლამდე მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ივნისი 09 2026 წაკითხვა 107 ჯერ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული რვა პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ივნისი 08 2026 წაკითხვა 124 ჯერ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირებიდან საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 პირს უფორმდება.

ივნისი 05 2026 წაკითხვა 123 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.

გვერდი 1 სულ 102
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.