"ნებისმიერი მცდელობა, რომ პოლიციამ არ მისცეს ადამიანებს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა"
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა.
„ჩვენ არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელი არ ეშლება ტრანსპორტის მოძრაობას, შეუძლიათ გაშალონ კარავი და თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სახელმწიფომ მისცეს საშუალება, რომ გამოხატოს პროტესტი იმ ფორმით, რასაც ის თვლის საჭიროდ, თუკი არ არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში, თუნდაც საახალწლო ღონისძიების გამართვა არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რითიც ჩვენი მოქმედი კანონდებლობით შეიძლება შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა