კიევის ოლქში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილები არიან გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.
19 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს.
საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი მიიღებს მიზნობრივ დახმარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ #M4EG ფარგლებში. ამის შესახებ ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ დღეს განაცხადეს, https://bit.ly/3IjMOzl
25 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა საუბარი.