ამ გვერდის ამობედვა

"ბანკირისთვის საკუთარი ბანკის გაქურდვისა და ფულის გათეთრების დაბრალებას, მკვლელობის დაბრალება ჯობია"

რუსთავი2–ის გენერალური დირექტოი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რასაც ახლა ივანიშვილი შვრება, ხაზარაძის და სხვა ფიგურანტების პროფესიული მკვლელობა ქვია. რა ინფორმაციასაც შეგნებულად გააჟონინა სუსის სააგენტოების მეშვეობით და პროკურატურის პრაქტიკულად დამადასტურებელი განცხადებებით, სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ უმძიმესად დაზიანდნენ ამ საქმის ყველა ფიგურანტი. ბანკირისთვის საკუთარი ბანკის გაქურდვის და ფულის გათეთრების დაბრალებას, მკვლელობის დაბრალება ჯობია. პირდაპირ ანადგურებს ამ ხალხს რეპუტაციულად და პროფესიულად. რატომ, მოგვიანებით დავწერ."– წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 1007 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 09 2019