April 27, 2024

"სააკაშვილი „ემპათიას“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას მოითხოვს"

სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას - ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, დროულ და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, ეს გამოხატულია იმაში, რომ მას უჭირს საუბარი და სიარული.

 

„სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას.

 

მე არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, თუმცა, როგორც კი პირველადი სისუსტეები, რაც ძალიან ეტყობოდა, ალაგდა, წინა პლანზე წამოვიდა და ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნევრული მდგომარეობა. ყველაზე უფრო მძიმედ ახლაა - მას ეტყობა მეტყველებაზეც, კომუნიკაციაზეც, სიარულზეც და ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია და შეიძლება ასე თვალხილულად არ მიმდინარეობდეს და ამას ანალიზებით ვერ გავიგებთ ვერასდროს, საჭიროებს დროულ და კვალიფიციურ ჩარევას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წაკითხვა 349 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.