"ვუძღვნი მძინარე დედებს"- ნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უძღვნის დედებს. როგორც თავად წერს, ეს სტატუსი ერთ-ერთი “ფეისბუქ”-ფრენდის კითხვის საპასუხოდ დაწერა.
ნათია ფანჯიკიძე:
“ჩემმა ფრენდუკამ დაწერა შეკითხვა, 20 + შვილები როცა აგვიანებენ, იძინებთ თუ ელოდებითო. ვიძინებ. და თუ მაინც გამეღვიძა და მოვიკითხე, ისევ ვიძინებ. პირველ რიგში, ვენდობი მათ დენდელოზებს (ჩაპუტკუნებულ ანგელოზებს), რომლებიც შვილებს მაშინ მეტად იფარავენ, როცა დედებს სძინავთ. უნდობლობა კი გაანაწყენებთ, როგორც მე მეწყინებოდა, ჩემთვის მობარებული საქმის მიმართ ეჭვი რომ გასჩენოდა ვინმეს. მეორე მიზეზი, რატომაც ვიძინებ, უფრო პრაგმატულია, – რომ მოვკვდები და სულ დავიძინებ, რომელიმემ რომ შეშინებულმა არ თქვას მერე, – ამიერიდან აღარავინ ფხიზლობს ჩემთვისო. ვუძღვნი მძინარე დედებს”.
ტეგები:
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა