ამ გვერდის ამობედვა

"ხმა სამარიდან - ექსპრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან, ქორწილი უპატარძლო იქნება"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვრდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხმა სამარიდან-- ასე შეიძლება შეფასდეს ექსპრემიერ ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკური საიქიოდან. აღნიშნული მიუთიტებს შემდეგს 1. ივანიშვილის მაფიოზურ რეჟიმს არ დარჩა არანაირი რესურსი არც საზოგადოებაში და არც პარტიაში გარდა უსახო,კორუმპირებული ქიზიყური მაფიისა. 2.ქვეყანაში განადგურებულია კანონიერებისა და პასუხისმგებლობის ცნებაც კი---როდესაც მილიარდების მომპარავი ღარიბაშვილ-თამაზაშვილ-ჯანყარაშვილის დაჯგუფება ციხის მაგივრად ბრუნდება პოლიტიკაში იქ დამთავრებულია სახელმწიფო როგორც ასეთი 3.განხორციელდა კრემლის შეკვეთა ვინაიდან სწორედ ღარიბაშვილის ჯგუფი წარმოადგენდა შულავერის კომიტეტს ოცნების გარიჟრაჟზე,სწორედ მისი პრემიერობისას ოკუპანტები შეუდგნენ ჩვენი მიწების დაუსჯელ გადაღობვას ყველაზე აქტიურად და მათი მოცილება თავის დროზე დასავლეთის გემოვნებაშიც ჯდებოდა. ვულოცავთ ივანიშვილსა და პუტინს,თუმცა ვფიქრობ ქორწილი უპატარძლო იქნება." - წერს შალვა ნათელაშვილი.

წაკითხვა 807 ჯერ