ამ გვერდის ამობედვა

"ნებისმიერს უნდა შეეძლოს განსხვავებული აზრის მოსმენა... ერთპიროვნული მმართველი დიქტატორია..."

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"უსამართლობა ყველაზე ძნელად მაშინ არის დასათმენი, როცა ამას მათთან ეჯახები, ვინც სხვებს უკითხავს მორალს და გამოსწორებისკენ მოუწოდებს. კლანური დაყოფა არასდროს ემსახურება სიკეთეს. მის უკან მხოლოდ ერთადერთი-პირადული ინტერესი დგას. საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ახლობლებს, რომლებიც შენი ყურმოჭრილი მონები არიან, განათლებული და მოაზროვნე ნაწილის მეთაურად ნიშნავ.


იმასაც ვერ ხვდებიან, ასეთი ქცევები მხოლოდ თავად აზარალებთ და ბუმერანგის პრინციპი საბოლოოდ არყევს ისედაც ჩამონგრეულ სისტემას...


ნათელი, წიგნიერი ადამიანების მიმალვა კი არა, წინ წამოწევა და საზოგადოების ყველა სფეროში აქტიური ჩაბმულობა უნდა შეინიშნებოდეს...


წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი ნებისმიერი ფორმით უარეს შედეგს გამოიღებს...


ნუ შევქმნით იმ ადამიანებისგან მტრის ხატს, ვისაც უპირობო მორჩილება არ შეუძლიათ...


სინამდვილეში ისინი გვმტრობენ, რომლებიც ყველაფერზე თავს გვიქნევენ...


საკუთარი აზრის ქონა არ არის საშიში... ყველაზე საშიში ის არის, რომ მასების შეხედულებას ხარ აყოლილი!.."- წერს მამა პეტრე.

წაკითხვა 856 ჯერ