ამ გვერდის ამობედვა

"იქ, სადაც ქვეყანას რუსეთზე ჭიპლარით მიბმული მოღალატე მართავს, ერთადერთი არჩევანი თავისუფალი მედიის გადარჩენისთვის ბრძოლაა"

"ნაციონალური მოძრაონის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მე არ ვეთანხმები თქვენს აზრს, მაგრამ სიკვდილამდე ვიბრძოლებ, რომ მისი გამოხატვის უფლება გქონდეთ" - ამ ფრაზას ვოლტერს მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში ინგლისელ მწერალს, ეველინ ბეატრის ჰოლს ეკუთვნის, რომლემაც ის ვოლტერს ათქმევინა.

 

შეიძლება ენდობოდე ან არ ენდობოდე რუსთავი 2-ს, ერთგულად უყურებდე ან პრინციპულად არ რთავდე ამ არხს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მისი კონტენტი, ჟურნალისტიკის ხარისხი, სტუმრების შერჩევის პრინციპი ან დირექტორი, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი არარელევანტურია.

 

იქ, სადაც ქვეყანას რუსეთზე ჭიპლარით მიბმული მოღალატე მართავს, სადაც მეთოდურად ნადგურდება ყველაფერი, რაც ხელს უშლის ივანიშვილების ოჯახს საქართველოს გრუზიად ქცევაში, სადაც დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზეღა არსებობს და ავადმყოფი ოლიგარქი მორიგ შეტევას იწყებს ტელევიზიის წასაღებად, ერთადერთი არჩევანი თავისუფალი მედიის გადარჩენისთვის ბრძოლაა. ეს ყოველი ჩვენგანის პირადი ბრძოლაა რუსული სიბნელის წინააღმდეგ - ბრძოლა, რომლის წაგების უფლება არ გვაქვს,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი. 

წაკითხვა 806 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 07 2019