April 26, 2024

"თქვენი ბრალია ეს სისხლი, დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში"

წუხელ 9 ტყვიით ჩაცხრილული 22 წლის ბიჭი დღეს დილას გარდაიცვალა. ყველაფერი მთავრობის ბრალია, რაც ქვეყანაში ხდებაო? - იკითხა გუშინ ივანიშვილის ერთ - ერთმა შიბაქმა და ვპასუხობ - კი, ყველაფერი მთავრობის ბრალია, - ამის შესახებ ჭავჭავაძის ცენტრი დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.

 

"თქვენი ბრალია ეს სისხლი, ეს დაუსრულებელი უბედურება, გოდება და სიკვდილი ყველა უბანში.

იმიტომ კი არა, რომ უნიათოები ხართ და ვერ უმკლავდებით დანაშაულს.

არა, იმიტომ, რომ თავად ხართ ბოროტების სათავე - კრიმინალის ამშვები, გზის დამლოცავი, ჩამდენი და ხელის დამფარებელი.

თქვენი ბრალია, რადგან ვარდებით მოსული ხელისუფლების შესაცვლელად ქვევრში ჩახრჩობილი 9 თვის ბავშვის გვამზე გაიარეთ.

რადგან მოსვლისთანავე თბილისის ცენტრში მკვლელებს ძეგლი დაუდგით (როცა არ უნდა დაგასრულოთ, მაგ ძეგლს პირველ საქმედ დავანგრევთ და მაგ ქვას პოლიტიკურ საფლავზე დაგადებთ).

 

რადგან მოსვლისთანავე მკვლელებს, ჯაშუშებს და ტერორისტებს პოლიტპატიმრები უწოდეთ და ციხეებიდან გაათავისუფლეთ. თან თქვით - კი გაიზრდება დანაშაული, მაგრამ უნდა მოითმინოთო.

რადგან პრეზიდენტად კაგებეს აგენტი დაგვასვით, რომელიც პოლიციელის მკვლელებს იწყალებს.

რადგან ყველა გახმაურებულ მკვლელობას - კოდორი 2007-ის სპეცრაზმელების, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, კიწმარიშვილის, ბაჩალიაშვილის, მაჩალიკაშვილის, სარალიძისლაშქარავას თუ სხვათა - სხვადასხვა ფორმით ისევ თქვენთან მოვყავართ.

 

რადგან კონტრდაზვევრა გააუქმეთ, პოლიცია ისევ ღიპიან ძაღლობას დაამსგავსეთსუსი და პროკურატურა კი ერთი ავადმყოფის სნეული კაპრიზების შემსრულებელ კანტორებად აქციეთ.

რადგან "რვა სულ" ქურდთან შეხვედრით ამაყი ბიუჯეტის ქურდი ისევ თქვენი მახინჯი სახეა.

თქვენი ბრალია ამ ქვეყნის ასე გასაცოდავება, მთელი ეს სისხლი, ყოველდღიური მკვლელობები, უბედურება, სიღარიბე, შიმშილი, სიბნელე, უიმედობა, ღალატი.

არ დავივიწყებთ. და არ შეგარჩენთ,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 449 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.