ამ გვერდის ამობედვა

"არ დავუშვათ ამ ახალგაზრდების დამარცხება... ისინი გამარჯვებულნი უნდა წავიდნენ რუსთაველიდან"

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

 

"ვინც ახლა რუსთაველზე დგას, მათი გამარჯვება, ამ ქვეყნის ისტორიული საჭიროებაა და საქართველოს ფუნდამეტური ინტერესების გამარჯვება.

 

ცხადია, ივანიშვილისთვის, ყოველი მათგანი პირადი მტერია და ეცდება დამარცხებულები დატოვოს (გახარიას არგადაყენებით დაშლილი აქცია, საიდანაც არ უნდა მოაბა ყური, დამარცხებულად ჩაითვლება ხალხში) და საზოგადოებას ხელი ჩააქნევინოს ამ ახალ გმირებზე და ასევე ფრუსტრაციაში ჩააგდოს.

 

ყველანი, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების მიუხედავად, ვალდებულნი ვართ სამშობლოს წინაშე, არ დავუშვათ ამ ახალგაზრდების დამარცხება. ისინი გამარჯვებულნი უნდა წავიდნენ რუსთაველიდან.

 

ყველაფერი უნდა გვაკეთოთ, სრულიად ყველაფერი, საკუთარ თავსაც გადავახტეთ, რომ ოქროს ახალგაზრდობამ გაიმარჯვოს. და გვახსოვდეს, რომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ და არა პირადად მათთვის, ან რომელიმე პარტიის თუ პოლიტიკოსისთვის. გახარია უნდა გადავაყენოთ და სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში მიეცეს.

 

საბოლოოდ კი: უზურპატორი უნდა წავიდეს!"- წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 787 ჯერ