დეკემბერი 03 2021 წაკითხვა 298 ჯერ

ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმატების ფორმულა არის არა ის, რომ სხვაზე უკეთესად გამოიყურებოდეს, არამედ ის, რომ სხვა გამოიყურებოდეს მასზე უარესად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

დეკემბერი 02 2021 წაკითხვა 431 ჯერ

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის ცნება გაჩნდეს. მათ შორის, 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში. 

დეკემბერი 02 2021 წაკითხვა 428 ჯერ

ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ძმა კოტე ინაშვილი ავარიაში დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. 

დეკემბერი 02 2021 წაკითხვა 318 ჯერ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის სამკურნალო, ანტივირუსული პრეპარატის შესახებ ინფორმაციას აზიარებს. აღნიშნული პრეპარატი ჩინეთში შეიქმნა და ის პერორალური მიღებისთვის, აბების სახით იქნება წარმოდგენილი. 

ნოემბერი 26 2021 წაკითხვა 380 ჯერ
ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ბათუმსა და ზუგდიდში, არის პოლიტიკურად მახინჯი, თუმცა, სამართლებრივად გამართული პროცესი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
ნოემბერი 26 2021 წაკითხვა 439 ჯერ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ წერს. 

 

მისი თქმით, ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მას ბევრი მუტაცია და ორგანიზმში სწრაფად შეღწევის უნარი აქვს. 

 

ამ ეტაპზე, უცნობია არსებული ვაქცინების ეფექტურობა ახალი შტამის წინააღმდეგ.

 

ის ახალი შტამების წარმოქნის მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი, მით უფრო მაღალია მუტაციის რისკი. გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალი შტამები უმეტესად, სწორედ ისეთ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

 

"ვერ არის საქმე კარგად.

 

გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება. სავარაუდო სახელია “ნუ” Nu.

 

სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია.

 

ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგკონგში.

 

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!

 

ძალიან სწრაფად ვრცელდება, საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს, შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში, არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.

 

რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…

 

რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”).

 

რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა: დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან!

 

რა უნდა გააკეტოთ თქვენ: მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები!

 

ჯანმრთელობას გისურვებთ …" - წერს ფხაკაძე.

გვერდი 44 სულ 108
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.