ამ გვერდის ამობედვა

ნუ დანებდები

არ გამოვიდა, ისევ დამარცხდი,

მიქანცულ გზაზე ფეხს ძლივს მიათრევ,

მერე რა მოხდა? გაკვეთილია

ნუ დანებდები! შენ ბევრს მიაღწევ!!!

მრავალჯერ მარცხი, მესმის რთულია,

მაგრამ მომთმენი ყოველთვის იგებს,

გადაიყარე ცუდის ალები

და კიდევ ერთხელ, ნუ დანებდები!!!

 

როცა გულს უნდა მუდამ ღიმილი,

მაგრამ შენ ოხრავ, ზრუნვით, ფიქრებით,

აღარ გაქვს ძალა, სულს ვეღარ ითქვამ,

ხანდახან ფიქრობ, ნეტა მე ვინ ვარ...

 

სწორად ისა ხარ ვინც გინდა იყო,

მოჰფინე ფიქრებს ნათელი სხივი,

არ დაგავიწყდეს დაღლილი შრომის,

გზა, წარმატებისკენ მიდის...

 

ნუ დანებდები! ერთხელაც სცადე!

არ გამოვიდა? გეგმა შეცვალე!

შეუპოვრობა ძალაა ღვთისგან,

რომელიც საჩუქრად გვერგო ჩვენ მისგან,

ნუ დანებდები! მინდა  რომ გითხრა!

შენა ხარ ის ვინც მწვერვალზე მივა!!!

 

წარმატების მიღწევა, არაა ადვილი. მის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი შრომა გვიწევს, სირთულეების გადალახვა. ხშირად არის მომენტი, როცა ვიღლებით და გვსურს მივატოვოთ ყველაფერი, თუმცა.... არ უნდა დავნებდეთ... იქნებ ფინიშის ხაზთან სულ ახლოს ვართ... 

 

სპეციალურად FirstNews.ge -თვის ნათია ბეგლარაშვილი.

წაკითხვა 1188 ჯერ