მარტი 29 2026 წაკითხვა 241 ჯერ

“იმპორტულ ხორბალს ქართული პროდუქტი კონკურენციას ვერც ფასის მხრივ უწევს და ვერც ხარისხითაც. ახლა, როცა შედარებით იაფი რუსული ხორბალი შემოდის ქვეყანაში, ქართველ ფერმერებს შარშანდელი მოსავლის გაყიდვა განსაკუთრებით უჭირთ.

დეკემბერი 11 2024 წაკითხვა 622 ჯერ

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2024”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა.

ნოემბერი 01 2024 წაკითხვა 710 ჯერ

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას 4 თვით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

სექტემბერი 16 2024 წაკითხვა 635 ჯერ

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა.

აგვისტო 05 2024 წაკითხვა 799 ჯერ

დღეს, 5 აგვისტოს დილით, ტოკიოს საფონდო ბირჟის გახსნისას მკვეთრი, 11,6%-იანი ვარდნა განიცადა Nikkei-ს ინდექსმა.

მიზეზად დასახელებულია ინვესტორების შიში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიას და იაპონური ვალუტის, იენის, გამყარებას უკავშირდება.

Nikkei იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციათა კურსის მდგომარეობას ასახავს.

დღევანდელი ვაჭრობის პროცესში ვარდნამ 12%-ს გადააჭარბა და ინდექსმა 4000-ს პუნქტზე მეტი დაკარგა, რაც 1987 წლის „შავი ორშაბათის" მაჩვენებელზე მეტია.

ტოკიოს საფონდო ბირჟის Nikkei-ს ინდექსმა მასშტაბური ვარდნა განიცადა 2011 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც.

აგვისტო 05 2024 წაკითხვა 892 ჯერ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.